ნაკლები რუტინა. მეტი სიცხადე.
სამუშაო პროცესების გამარტივება AI-ით

ᲠᲝᲪᲐ ᲧᲝᲕᲔᲚᲓᲦᲘᲣᲠᲘ ᲡᲐᲥᲛᲔ ᲨᲔᲣᲤᲔᲠᲮᲔᲑᲚᲐᲓ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ.

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ვამარტივებთ რუტინულ საქმეს, ვაკავშირებთ სისტემებს და თქვენს გუნდს დროს ვუთავისუფლებთ მთავარი ამოცანებისთვის.

მოგვიყევით თქვენს გამოწვევაზე
გაიგეთ მეტი
რას გთავაზობთ

AI ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲔᲑᲘ ᲠᲔᲐᲚᲣᲠᲘ ᲑᲘᲖᲜᲔᲡᲘᲡᲗᲕᲘᲡ.

ვნერგავთ ხელსაწყოებს, რომლებიც აკავშირებს თანამშრომლებს, მონაცემებსა და პროგრამებს — ქაოტური პროცესები მოწესრიგებულ სისტემად იქცევა.

პროცესების ავტომატიზაცია

გაათავისუფლეთ გუნდი ერთფეროვანი, ხელით შესასრულებელი საქმისგან და მიეცით საშუალება, ყურადღება განვითარებაზე გადაიტანოს.

მონაცემების ორგანიზება

სხვადასხვა პლატფორმაზე გაფანტულ ინფორმაციას ვაქცევთ ერთიან, მოწესრიგებულ და მარტივად გამოსაყენებელ ბაზად.

ინტელექტუალური გადაწყვეტილებები

AI ავტომატურად ამუშავებს, აჯგუფებს და ანაწილებს ინფორმაციას, გადამწყვეტ მომენტებში კი კონტროლს ყოველთვის თქვენს გუნდს უტოვებს.

გუნდის გაძლიერება

ვქმნით მოსახერხებელ ხელსაწყოებს, რათა თანამშრომლებმა ყოველდღიური საქმე უფრო სწრაფად და ნაკლები შეცდომით შეასრულონ.

ლამინორას ისტორია

ᲘᲓᲔᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲐᲡ ᲐᲛᲐᲠᲢᲘᲕᲔᲑᲡ.

სახელი „ლამინორა“ ფიზიკიდან ავიღეთ, სადაც ლამინარული მოძრაობა წყნარ, დაბრკოლებების გარეშე სვლას ნიშნავს. თანამედროვე ბიზნესში საქმე ხშირად პირიქით ხდება: დრო იკარგება შეუთანხმებელ სისტემებსა და გაუთავებელ წვრილმანებში. ჩვენი მიზანია, ეს ქაოსი მოვაწესრიგოთ — შევქმნათ გარემო, სადაც ინფორმაცია არ იკარგება და საქმე შეუფერხებლად კეთდება.

ჩვენი ისტორია
ქაოტური პროცესი
გაფანტული კომუნიკაცია
განმეორებადი, დამღლელი საქმე
გაურკვეველი პასუხისმგებლობები
მოწესრიგებული პროცესი
მკაფიო როლები და კონტროლი
ერთმანეთთან დაკავშირებული სისტემები
პროგნოზირებადი შედეგი
თანამშრომლობის ეტაპები

ᲡᲐᲛᲘ ᲜᲐᲑᲘᲯᲘ ᲒᲐᲛᲐᲠᲗᲣᲚ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲐᲛᲓᲔ.

01
გაცნობა და ანალიზი

ვეცნობით თქვენს ყოველდღიურ სამუშაო პროცესებს და ვპოულობთ იმ ვიწრო ადგილებს, სადაც გუნდი ყველაზე მეტ დროსა და ენერგიას კარგავს.

02
დაგეგმვა

ვადგენთ პრაქტიკულ სამოქმედო გეგმას მკაფიო პასუხისმგებლობებით, გაზომვადი მიზნებითა და ადამიანის სრული კონტროლის მექანიზმებით.

03
დანერგვა და მხარდაჭერა

ვქმნით და ვრთავთ გადაწყვეტას თქვენს არსებულ გარემოში, ვასწავლით გუნდს მის გამოყენებას და ვხვეწთ რეალურ შედეგებზე დაკვირვებით.

ჩვენი პრინციპები

ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲓᲠᲝᲗᲐ ᲒᲐᲜᲛᲐᲕᲚᲝᲑᲐᲨᲘ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ.

გადაწყვეტილებას ყოველთვის ადამიანი იღებს

ავტომატიზაცია ადამიანს არ ანაცვლებს. ყველა პროცესში გათვალისწინებულია კონტროლის წერტილი, სადაც საბოლოო სიტყვა, გადამოწმება და ცვლილება თქვენს თანამშრომელს ეკუთვნის.

გაზომვადი შედეგი პირველივე დღიდან

წარმატების კრიტერიუმებსა და ამოცანებს სამუშაოს დაწყებამდე ვათანხმებთ. პროექტის მიმდინარეობას ზუსტად ამ შედეგების მიხედვით ვაფასებთ.

დანერგვით საქმე არ მთავრდება

პროცესები იცვლება და სისტემაც მათთან ერთად უნდა განვითარდეს. ჩვენ ვრჩებით თქვენს გვერდით, რომ სისტემა დროთა განმავლობაში არ მოძველდეს.

ჯერ რეალური შედეგი, მერე მასშტაბი

არ გთავაზობთ მხოლოდ თეორიულ პრეზენტაციებს. პირველ ეტაპზევე ვქმნით და ვნერგავთ რეალურად მომუშავე ნაწილს, რომლის სარგებელსაც პრაქტიკაშივე ხედავთ.

ხშირად დასმული კითხვები

ᲧᲕᲔᲚᲐᲤᲔᲠᲘ, ᲠᲐᲪ ᲓᲐᲬᲧᲔᲑᲐᲛᲓᲔ ᲣᲜᲓᲐ ᲘᲪᲝᲓᲔᲗ.

რამდენ ხანში დავინახავთ პირველ შედეგს?

ეს ამოცანაზეა დამოკიდებული — ზუსტ ვადას მას შემდეგ გეტყვით, რაც თქვენს პროცესს გავეცნობით. უცვლელი კი მიდგომაა: პირველ ეტაპს შეგნებულად ვაპატარავებთ, რომ ხელშესახები შედეგი სწრაფად მიიღოთ და შემდგომი ნაბიჯები მასზე დააშენოთ.

საჭიროა თუ არა ჯერ მონაცემების დალაგება?

არა, წინასწარ არაფრის მომზადება არ გჭირდებათ. გაფანტული და არათანმიმდევრული მონაცემები ჩვეულებრივი მოცემულობაა — ხშირად სწორედ ეს არის ამოცანა. ჯერ ვაფასებთ, რა მონაცემები გაქვთ სინამდვილეში, და მხოლოდ ამის შემდეგ გთავაზობთ გადაწყვეტას.

რა ემართებათ თანამშრომლებს, ვინც დღეს ამ საქმეს აკეთებს?

ისინი თავისუფლდებიან მონოტონური, მექანიკური დავალებებისგან. ჩვენი მიზანია, გუნდს მოვაშოროთ რუტინა, რათა მათ მეტი დრო დაუთმონ კლიენტებთან ურთიერთობას, ანალიზსა და კომპანიის განვითარებას.

როგორ იცავთ კონფიდენციალურ ინფორმაციას?

ვმუშაობთ თქვენი უსაფრთხოების სტანდარტების ფარგლებში და ინფორმაციას ვტოვებთ იმ გარემოში, რომელსაც უკვე ენდობით. თქვენი მონაცემები თქვენი რჩება და ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია. ნებისმიერი გარე ინტეგრაცია ან წვდომა წინასწარ, წერილობით თანხმდება.

რა მოხდება, თუ შედეგით კმაყოფილი არ ვიქნებით?

თითოეულ ეტაპს წინასწარ გაწერილი, მკაფიო მიზნები აქვს. თუ რომელიმე ეტაპზე შედეგი დამაკმაყოფილებელი არ არის, ამას დაუყოვნებლივ და ღიად გაცნობებთ. გადაწყვეტილება ყოველთვის თქვენზეა — შევცვალოთ მიდგომა თუ შევწყვიტოთ მუშაობა.

დაგვიკავშირდით

ᲠᲘᲡᲘ ᲒᲐᲛᲐᲠᲢᲘᲕᲔᲑᲐ ᲒᲡᲣᲠᲗ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲑᲘᲖᲜᲔᲡᲨᲘ?

მოგვიყევით, რა გირთულებთ ყოველდღიურ მუშაობას. იქნება ეს განმეორებადი საქმეები, ნელი პროცესები თუ ერთმანეთთან დაუკავშირებელი სისტემები. ერთად ვიპოვოთ მათი გამარტივების გზა.

საინტერესო მიმართულება (არასავალდებულო)

თქვენს მონაცემებს მხოლოდ ამ მოთხოვნაზე პასუხის გასაცემად გამოვიყენებთ.